საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში სხდომა გაიმართა - ჩვენს ოლიმპიურ გუნდს ახალი ეკიპირება აქვს #1TVSPORT
საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში სხდომა გაიმართა - ჩვენს ოლიმპიურ გუნდს ახალი ეკიპირება აქვს #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

დღის წესრიგის მიხედვით, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელებმა ლერი ხაბელოვთან ტოკიოს მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე ისაუბრეს და სხვადასხვა საორგანიზაციო და ტექნიკური დეტალები გაიარეს.

დღესვე შედგა საქართველოს ოლიმპიური გუნდის ოფიციალური ეკიპირების პრეზენტაცია, რომელიც დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა დაამზადა.