საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა [ვიდეო]
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველად ეწვია.
სომეხ კოლეგას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული დახვდა, შესრულდა სომხეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს.
დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრას მართავენ. მოგვიანებით კი, მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, რომელსაც საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან.
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს მეუღლესთან, ანა ჰაკობიანთან ერთად სტუმრობს.