ნიკოლ ფაშინიანი თბილისში სომხურ სათვისტომოს შეხვდა - ამაყი ვარ, როდესაც სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ვუყურებ
ნიკოლ ფაშინიანი თბილისში სომხურ სათვისტომოს შეხვდა - ამაყი ვარ, როდესაც სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ვუყურებ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თბილისში სურბ გევორგის საკათედრო ტაძრის ეზოში სომხურ სათვისტომოს შეხვდა.
ნიკოლ ფაშინიანმა ყვავილებით შეამკო სომეხი აშუღის საითნოვას საფლავი, ეკლესიაში ჩატარდა ლოცვა, რის შემდეგაც ფაშინიანმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

„ამაყი ვარ, როდესაც სომხურ-ქართულ ურთიერთობებს ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობა უფრო განვითარდება, გარღმავდება, სომხები თავს კარგად იგრძნობენ საქართველოში და ქართველები – სომხეთში და ის საზღვარი, რომელიც სახელმწიფო საზღვრის სახით არსებობს, არა გაგვყოფს, არამედ გაგვაერთიანებს“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა სომხურ სათვისტომოასთან შეხვედრისას.

სურბ გევორგის ეკლესიაში მისვლამდე ნიკოლ ფაშინიანი სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ხოჯივანქის პანთეონში იმყოფებოდა.

სომხეთი პრემიერ-მინისტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ქართველ კოლეგას, გიორგი კვირიკაშვილს, ასევე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს.