საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის პრემიერ-მინისტრს ხვდება

საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს ხვდება.

ნიკოლ ფაშინიანი პარლამენტში მთავრობის კანცელარიიდან მივიდა, სადაც საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მასთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

პარლამენტში შეხვედრის დაწყებამდე, მხარეებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ბოლოს, საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან, რის შემდეგაც, გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.