საქართველოს მოყვარულთა ჩემპიონმა რეგიონთა თასზე შანსი დაკარგა
საქართველოს მოყვარულთა ჩემპიონმა რეგიონთა თასზე შანსი დაკარგა

ფოთის „ჭაბონამამ“ უეფა-ს რეგიონთა თასზე მეორე შეხვედრაც წააგო. საქართველოს მოყვარულთა თასის 2017 წლის გამარჯვებული სლოვენიაში ოთხთა მინი-ტურნირზე მასპინძელ „მარიბორთან“ მარცხის (1:2) შემდეგ რუმინეთის „ბუზაუს“ დაუპირისპირდა და ამჯერადაც ვერაფერი გააწყო.

ქალაქ დრავოგრადის „შპორტნი ცენტრში“ ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში ფოთელებმა გახსნეს: მე-11 წუთზე თავი გიორგი ფარღალავამ გამოიჩინა. „ბუზაუმ” წონასწორობა მალე აღადგინა და დიდი ანგარიშით მოიგო – გაბრიელ მიჰაესკუმ ჰეთ-თრიქი შეასრულა (16, 30. პ, 69), 1-1 გოლი კი გაბრიელ სერბანოიუმ (35) და ალინ ბალანმა (90+2) გაიტანეს და რუმინელებმა 5:1 გაიმარჯვეს.

მეორე შეხვედრაში სლოვენიის „მარიბორი“ „ცენტრალ სქოთლანდს“ დაუზავდა 3:3. 2 ტურის შემდეგ 6 ქულით „ბუზაუ“ ლიდერობს (პირველ მატჩში შოტლანდიელები 2:1 დაამარცხა), მეორეზე 4 ქულით „მარიბორია“, მესამეზე 1 ქულით – შოტლანდიელები, ხოლო უქულო „ჭაბონამა“ ბოლოზეა.

მომდევნო მატჩები 11 ივნისს გაიმართება – კოლხები ბოლო მატჩში შოტლანდიის ჩემპიონს დაუპირისპირდებიან, თუმცა, შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგეს.