თბილისის ნაკრები რეგიონთა თასის მფლობელია
თბილისის ნაკრები რეგიონთა თასის მფლობელია

თბილისის 15-წლამდელთა ნაკრები, რეგიონთა თასის გამარჯვებულია. ტურნირის ფინალური ეტაპი ლაგოდეხის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა, სადაც დედაქალაქელები გადამწყვეტ შეხვედრაში სამეგრელოს ნაკრებს დაუპირისპირდნენ. ნახევარფინალი 8 დეკემბერს გაიმართა და სამეგრელოს 15-წლამდელებმა კახეთის გუნდს 5:1 სძლიეს, ხოლო თბილისის ნაკრებმა – აჭარას 5:2. ფინალური თამაში დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში დედაქალაქელები ლუკა მამულაშვილმა დააწინაურა. სამეგრელომ მატჩის მიწურულს წონასწორობა ავტოგოლით აღადგინა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. პენალტების სერია თბილისელებმა უკეთ შეასრულეს 3:2. გადამწყვეტი დარტყმა სანდრო გაფრინდაშვილმა გამოიყენა და თბილისის ნაკრები რეგიონთა თასს დაეუფლა.