მოყვარულებში საქართველოს ჩემპიონი რეგიონთა თასზე დამარცხდა
მოყვარულებში საქართველოს ჩემპიონი რეგიონთა თასზე დამარცხდა

ფოთის „ჭაბონამამ” უეფას რეგიონთა თასზე პირველი შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს მოყვარულთა თასის 2017 წლის გამარჯვებული სლოვენიაში მიმდინარე ოთხთა მინი-ტურნირზე მასპინძელ „მარიბორს“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

სლოვენიის ქალაქ დრავოგრადისშპორტნი ცენტრში” გამართულ ამ შეხვედრაში მასპინძლები 48-ე და 54-ე წუთებზე გატანილი გოლებით 2:0 დაწინაურდნენ. “ჭაბონამამ” მალე სხვაობა შეამცირა – 62-ე წუთზე ანგარიში რომეო ქორქიამ შეამცირა.

დარჩენილ დროში “ჭაბონამა” ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია და სლოვენიელებმა 2:1 მოიგეს.

ჯგუფის მეორე მატჩში რუმინეთის “ბუზაუმ“ “ცენტრალური შოტლანდია” 2:1 დაამარცხა. მომდევნო მატჩები 8 და 11 ივნისს გაიმართება – კოლხები ჯერ „ბუზაუს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო ბოლო შეხვედრაში – შოტლანდიის ჩემპიონს.