მოყვარულთა ლიგის ფინალისტები ცნობილია - ჩემპიონი 4 დეკემბერს გაირკვევა #1TVSPORT
მოყვარულთა ლიგის ფინალისტები ცნობილია - ჩემპიონი 4 დეკემბერს გაირკვევა #1TVSPORT

მოყვარულთა ლიგის ფინალისტები და გადამწყვეტი მატჩის დღეც გაირკვა – ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის შეხვედრა 4 დეკემბერს გაიმართება.

ჩემპიონის ტიტულისთვის ერთმანეთს სამოყვარულო საფეხბურთო გუნდები „წყალტუბო“ და „ბასა” დაუპირისპირდებიან, რომლებმაც ფინალამდე რთული გზა გაიარეს.

აღმოსავლეთ ზონის ფინალში „ბასამ“ დრამატულ ბრძოლაში შარშანდელ ჩემპიონს, „ბასიანს“ სძლია. „წყალტუბომ“ კი ფინალამდე სამეგრელოს, აჭარისა და გურიის წარმომადგენელი გუნდების ბარიერი გადალახა.

თუ ვინ გახდება მოყვარულთა საფეხბურთო ჩემპიონატის თასის მფლობელი, მალე შევიტყობთ. მოყვარულთა ლიგის 2022 წლის ფინალური დაპირისპირება 4 დეკემბერს, ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, 17:00-ზე დაიწყება.

მოყვარულთა ლიგა საქართველოში ყველაზე მასშტაბური ტურნირია. მთავარი პრიზისთვის 431 გუნდი იბრძოდა და 14 ათასამდე მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობდა. გამარჯვებული ევროპის მოყვარულთა ტურნირზე, რეგიონთა თასზე ითამაშებს.