საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ვაქცინის სრული კურსი ჩატარებული აქვთ საქართველოში, ნებისმიერი ქვეყნიდან სახმელეთო საზღვრის კვეთისას თავისუფლდებიან პისიარტესტის წარდგენისგან
საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კოვიდვაქცინის სრული კურსი ჩატარებული აქვთ საქართველოში, ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე სახმელეთო საზღვრის კვეთისას თავისუფლდებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენის ვალდებულებისგან.
ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია საუბარი.
„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებები საკანონმდებლო მაცნეში დღეს 30 ნოემბერს გამოქვეყნდა.