საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები პირველი აპრილისთვის 50.13 მლრდ ლარს შეადგენდა
საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები პირველი აპრილისთვის 50.13 მლრდ ლარს შეადგენდა

მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 3.89 მლრდ ლარით, ანუ 8.42 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.39 პროცენტით შემცირდა) და 2020 წლის პირველი აპრილისთვის 50.13 მლრდ ლარი შეადგინა.

კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 4.98 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 9.94 პროცენტია.

2020 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.