ეროვნული ბანკი - 2023 წლის სექტემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 603 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 543 მლნ ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკი - 2023 წლის სექტემბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 603 მილიონი ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 543 მლნ ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2023 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 1.15 მლრდ ლარით, ანუ 2.39%-ით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოს 49.17 მლრდ ლარი შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 603.20 მლნ ლარით, ანუ 2.28%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 543.78 მლნ ლარით, ანუ 2.52%-ით გაიზარდა.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.01 მლრდ ლარი, რაც წინა თვესთან შედარებით 4.37%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემულია 13.84 მლრდ ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 3.54%-ით მეტია.

მათივე ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.24%-ით, ანუ 317.76 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და სექტემბრის ბოლოსათვის 25.84 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის სექტემბრის ბოლოსათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 55.01 პროცენტი შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.06 პროცენტული პუნქტით.