საქართველოს ხმა საბავშვო ევროვიზიაზე - „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი გახდა
საბავშვო კონკურსის „რანინას“ გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი გახდა.
კონკურსის მეორე სეზონის გამარჯვებული 2019 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს.
ამასთან, საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ორი ფინალისტი ანასტასია გარსევანიშვილი და ანა ბერიშვილი „რანინას“ გამარჯვებულს პოლონეთში, ევროვიზიის კონკურსზე საგულშემატკივროდ გაჰყვება.