ანასტასია ვასაძე საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2023-ზე წარადგენს

ანასტასია ვასაძე საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული გახდა. შესაბამისად, სწორედ ის წარადგენს საქართველოს 2023 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე.

რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება. საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა.