საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე

საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე მუსიკალური მეგა პროექტის, „რანინას“ სამი გამორჩეული მონაწილე წარადგენს.

პირველი არხის გადაწყვეტილებით, ბოლო სეზონის გამარჯვებულ ანასტასია ვასაძესთან ერთად, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მეხუთე სეზონის ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი გაემგზავრებიან. საკონკურსო სიმღერას, რომელსაც სამი „რანინელი“ ერთად შეასრულებს, საზოგადოება უახლოეს მომავალში მოისმენს.

საბავშვო ევროვიზია 26 ნოემბერს გაიმართება და შოუს პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად პირველი არხი შემოგთავაზებთ.