საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი მოითხოვს, სემეკ-მა სატარიფო მეთოდოლოგიას გადახედოს
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც თბოსადგურებს, “მტკვარი ენერჯი” და მესამე მეოთხე ენერგო ბლოკებს აერთიანებს, მოითხოვს, რომ სემეკ-მა სატარიფო მეთოდოლოგიას გადახედოს.
საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითებში, ლევან ვეფხვაძე მოითხოვს, რომ ტარიფების გადახედვა მოხდეს არა სამ წელიწადში ერთხელ, არამედ ყოველთვიურად. მისივე თქმით, ასე შემთხვევაში, როგორც კომპანია, ასევე სემეკ-ი დაზღვეული იქნება ლარის კურსის ცვლილებით გამოწვეული პრობლემებისგან.
“ჩვენი ხედვა გრძელვადიანია, რომ კომისიამ გადახედოს თვითონ მეთოდილოგიას და უფრო მყისიერად, შეიძლება ითქვას ყოველთვიური სქემით ხდებოდეს კორექტირება ტარიფის და არა 6-თვიანი ან ერთ წლიანი, რაც აქამდე იყო, რადგან ამ შემთხვევაში კომპანიებისთვის, ერთნაირად პრობლემაა როგორც კურსის ვარდნა, ასევე გამყარებაც. ბუნებრივია, ეს ქმნის პრობლემებს კომპანიის საქმიანობაში, ამიტომაც ჩვენი ხედვაა, რომ კომისიამ თვითონ მეთოდოლოგიას გადახედოს და მოხდეს უფრო მყისიერად ასახვა კურსის სხვაობის წარმოების ტარიფში“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ მათი კომპანია მზად არის ამ საკითზე მსჯელობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ დიალოგი შედგება.
რაც შეეხება თბოელექტროსადგურებისთვის წარმოების ტარიფის გაძვირებს, ლევან ვეფხვაძის თქმით, დღეს არსებული კურსით არსებითი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.