სემეკი - ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება
სემეკი - ელექტროენერგიის ტარიფი არ იზრდება

სემეკ-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც სემეკ-ში აცხადებენ, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისთვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება.

„კომისია ეხმიანება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სტატიას ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ. სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ტარიფების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას. აქვე აღვნიშნავთ, რომ მედიასაშუალების მიერ არ მომხდარა სემეკთან კომუნიკაცია, კომენტარის გამოთხოვა ან ინფორმაციის გადამოწმება.

სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ტარიფების დადგენასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტულ პროცედურულ ნაწილს ელექტროენერგიის ბაზარზე განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, დღეისთვის არ არსებობს ელექტროენერგიის ტარიფების არსებითი ცვლილების საფუძველი, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატება არ იგეგმება.

სემეკი მოუწოდებს მედიასაშუალებებსა და დაინტერესებულ პირებს, არ გაავრცელონ არასწორი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი