„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წარმომადგენლებმა ლონდონის ბაღში მსვლელობით გადაინაცვლეს
ეროვნულ სოციალისტური მოძრაობის „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წარმომადგენლებმა ლონდონის ბაღში მსვლელობით გადაინაცვლეს.
ისინი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭანტურიას ქუჩაზე იყვნენ გაჩერებულები.
თავდაპირველად სურდათ ქაშვეთის ეკლესიამდე მისვლა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს რუსთაველის გამზირზე ასვლის შესაძლებლობა, შესაბამისად მიიღეს ლონდონის ბაღში გადასვლის გადაწყვეტილება.
აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებიც გაყვნენ.
მათი თქმით, რადგან პოლიციამ მათ არ მისცა უფლება რუსთაველის გამზირზე ასვლის, არ აპირებენ სამართალდამცველებთან დაპირისპირებას.
„კონკრეტული მოთხოვნები გვაქვს, კერძოდ, ის, რომ 9 აპრილის მემორიალთან აღიკვეთოს ის, რაც ახლა ხდება და შეწყდეს მოწოდებები სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხს გავცემთ“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კითხვაზე, რა ფორმით აპირებენ პასუხის გაცემას, არ აკონკრეტებენ.
“ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა – საქართველოს ეროვნული ერთობა“ ლონდონის ბაღში სამოქალაქო გვარდიის დაფუძნებას გეგმავს.