„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჭელიძე თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხეს
„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჭელიძე თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხეს

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ერთ-ერთი ლიდერი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხეს.

გიორგი ჭელიძე გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ჭელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებს განმეორებითი კითხვები ჯგუფური მუქარის შესაძლო ფაქტზე ჰქონდათ.

მისივე თქმით, გამომძიებლების ყველა შეკითხვას უპასუხა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ ორგანიზაციის მხრიდან მუქარას ადგილი არ ჰქონია. ჭელიძის განმარტებით, მათ მიერ გაკეთებული ყველა განცხადება თავდაცვითი იყო.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილებას სიმბოლიკასთან დაკავშირებით, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ სამკლაურზე გამოსახულია საქართველოს ძველი დროშა, მეორე მხარეს კი ბოლნური ჯვარი და ბორჯღალი. გიორგი ჭელიძისა და მისი ადვოკატის განმარტებით, არც ერთი ეს სიმბოლო ფაშისტური იდეოლოგიის არ არის და შესაბამისად, მათი აკრძალვით მოძრაობის წევრებს გამოხატვის თავისუფლება ექმნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება 13 მაისს სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. უწყება ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრებს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, მუქარის შემცველი განცხადებების გავრცელებას ედავება.