სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „საქართველოს ეროვნული ერთობა“ გააფრთხილა

21:33, 17.05.2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოქმედმა “თავისუფლების ქარტიის” კომისიამ ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნულ ერთობას“ წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა. აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს სუს-ში დაუდასტურეს.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია კვლავ გამოიყენებს ფაშისტურ სიმბოლიკას, “თავისუფლების ქარტიის” კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნულმა ერთობამ რამდენიმე აქცია გამართა, სადაც ფაშისტური სიმბოლიკა ჰქონდა გამოყენებული.

მსგავსი