ლონდონის ბაღში შეკრებილების აზრი ორად გაიყო, აქციის მონაწილეთა ნაწილი თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გაემართა
ლონდონის ბაღში შეკრებილების აზრი ორად გაიყო, აქციის მონაწილეთა ნაწილი თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გაემართა

ლონდონის ბაღში შეკრებილების აზრი ორად გაიყო – პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრებმა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტთან წასვლა გადაწყვიტეს.

აღნიშნული  გადაწყვეტილება რამდნიმე მხარდამჭერმა გააპროტესტა და თქვა, რომ უნდა მისულიყვნენ არა წმინდა გიორგის მონუმენტთან, არამედ პარლამენტის შენობასთან, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს.

მათივე თქმით, თავისუფლების მოედნისკენ წასული ადამიანები აქციაში მონაწილეობდნენ, მაგრამ  მათი ორგანიზაციის წევრები არ არიან.

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრები ამ დროისთვის ლონდონის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან.