„საქართველოს ეროვნული ერთობა“ რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავს
„საქართველოს ეროვნული ერთობა“ რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მართავს

ეროვნულ-სოციალისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობა“ ამ წუთებში მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ქაშუეთის ეკლესიის მიმართულებით ფეხით მსვლელობას მართავს.

ორგანიზაციის წევრის, ბექა ლოლაშვილის განცხადებით, დღეს სამართალდამცველებმა მათი აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

„ჩვენ ვგეგმავთ, მშვიდობიანი მსვლელობით შევუერთდეთ ქაშუეთთან ქართველების, ქრისტიანების მსვლელობას ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს. რაც შეეხება ჩვენს მცირე რაოდენობას, ეს ყველაფერი არის იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს რეპრესიები. აქციიდან წეღან ორი კაცი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს. ესენი არიან თორნიკე ვაშაკიძე და პეტრე ღუტიძე. ისინი პოლიციამ წაიყვანა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ჩვენ ამას ვუკავშირებთ იმას, რომ სათანადო პასუხი გავეცით ყველა ანტიქართველს და ამითაა გამოწვეული, რომ დღეს ჩვენ ასე გვთხოვენ პასუხს, მაგრამ საქართველოს ეროვნული ერთობა არ დგას სამ კაცზე, არამედ ჩვენ შეგვიძლია, მეთაურების გარეშეც მოქმედება. ჩვენს ორ წევრზე არაფერი ვიცით“, – განაცხადა ბექა ლოლაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით დიღმის სამმართველოში მათი დაკითხვა დაგეგმილ კონტრაქციის ეხებოდა.

„გუშინ ჩვენი დაკითხვისას ინტერესის საგანი იყო კონტრაქცია და აინტერესებდათ, იყო თუ არა ჩვენი განცხადებები მუქარის შემცველი. რაც შეეხება ჩვენს მეთაურს, გიორგი ჭელიძეს, ის ორგანიზაციებთან დაკავშირებული საქმეების გამო ​ქალაგარეთაა გასული“, – აღნიშნა ბექა ლოლაშვილმა.

   

ფოტო: ზურაბ ქურციკიძე