საქართველოს ელჩმა, რევაზ ლომინაძემ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
2020 წლის პირველ სექტემბერს შვეიცარიაში საქართველოს ელჩმა, რევაზ ლომინაძემ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, სიმონეტა სომარუგას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
ცერემონიის შემდეგ, ფედერალურ სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, ხაზგასმულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა, მზარდი დინამიკა და მეტი შესაძლებლობა, შვეიცარიის მედიაციის როლი რუსეთ-საქართველოს კონფლიქტში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული ვითარების სიმძიმე, უმაღლესი და მაღალის დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის პროგრესის აუცილებლობა და სხვ.