ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ცერემონია ავსტრიის ფედერალური პრეზიდენტის რეზიდენციაში, ისტორიული Hofburg-ის სასახლეში გაიმართა.

სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში შედგა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს ელჩსა და ავსტრიის პრეზიდენტს შორის.

„ქვეყნის მეთაურმა წარმატებული მისია უსურვა საქართველოს ელჩს, რომელმაც, თავის მხრივ, საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა. საუბარი შეეხო ასევე ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, ჰოფბურგის სასახლის ეზოში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც ავსტრიის სამხედრო ორკესტრმა საქართველოსა და ავსტრიის ეროვნული ჰიმნები შეასრულა“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.