საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა

15:28, 02.10.2020

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფაიგ გულიევმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პრეზიდენტის პესსამსახურის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან შეხვედრა გამართა. შეხვედრისას კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა.

მსგავსი