საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა დღეს, 12:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, დღის წესრიგით ორი საკითხის განხილვაა გათვალისწინებული: ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა.
ყრილობაზე ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის გადადგომა რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს და ამავე მოთხოვნით აქციაც გამართეს.
ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
ევროპის ჩემპიონატზე დაფიქსირებული სავალალო შედეგის შემდეგ, 30 აპრილს საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.