ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ
ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებენ

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

რამდენიმე წუთის წინ მათ საგანგებო განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ქართულ ძიუდოში შექმნილი რთული ვითარების გამო ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

სპორტსმენებს შორის, რომლებიც ამ განცხადებას შეუერთდნენ, არიან ავთანდილ ჭრიკიშვილი, ამირან პაპინაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი და სხვები.