მოძრაობა „ხალხის ძალა“ დღეს პარტიად დაფუძნების ყრილობას გამართავს
მოძრაობა „ხალხის ძალა“ დღეს პარტიად დაფუძნების ყრილობას გამართავს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დღეს პარტიად დაფუძნების ყრილობას გამართავს. ყრილობა 13:00 საათზე დაიწყება.

„ხალხის ძალის“ ინფორმაციით, ყრილობაზე აირჩევენ პარტიის მთავარი კომიტეტის შემადგენლობასა და თავმჯდომარეს. ასევე, დამტკიცდება პარტიის წესდება და სტრუქტურა.

გარდა ამისა, დამფუძნებელი ყრილობის ფარგლებში აირჩევენ პარტიის სარევიზიო და ხმის დამთვლელი კომისიების შემადგენლობასაც.