„ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს

პოლიტიკური გაერთიანების, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

„ვულოცავ ბატონ ირაკლის და მადლობას გადავუხდი სამწლიანი მოღვაწეობისთვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ჩვენს ქვეყანას უდიდესი წარმატებები მოუტანა“, – განაცხადა ყრილობაზე ირაკლი კობახიძემ.

სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ პარტიის რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს.

ახალი პრემიერისა და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტში მომავალი სასესიო კვირისთვის იგეგმება.

სამთავრობო ცვლილებები მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობიდან წასვლის შესახებ 29 იანვარს განაცხადა.