საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ზებედა რეხვიაშვილმა ჰააგის გრან-პრის გათამაშება უმედლოდ დაასრულა 
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ზებედა რეხვიაშვილმა ჰააგის გრან-პრის გათამაშება უმედლოდ დაასრულა 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, პარიზის და ეკატერინბურგის წლევანდელი გრან სლემების მეორე და მესამე ადგილოსანმა 81 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზებედა რეხვიაშვილმა ჰააგის გრან-პრის გათამაშება უმედლოდ დაასრულა.

ზებედა რეხვიაშვილი შეჯიბრის ერთადერთი ქართველი მონაწილე იყო და მეშვიდე ადგილზე გავიდა.
წილისყრის შედეგად ქართველი ფალავანი მეოთხე კალათაში მოხვდა და ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში მან პოლონელი დამიან სზვარნოვიეცკი გაშვებული ვაზარის შემდეგ, შესანიშნავი გდებით წმინდად დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა სადაც გერმანელთა ევროპის ვიცე-ჩემპიონს დომინიკ რესელს დაუპირისპირდა. შეხვედრის დასრულებამდე 18 წამით ადრე, მაშინ როდესაც ზებედა ვაზარით იგებდა, მსაჯმა ჩავარდნის გამო მესამედ გააფრთხილა ქართველი ძიუდოისტი და შეხვედრიდან მოხსნა.

ზებედა რეხვიაშვილი დამამშვიდებელ წრეში ირანელ მსოფლიო პრიზიორთან საეიდ მოლაეისთან დამატებითი დროის მეოთხე წუთზე წმინდად დამარცხდა.