ძიუდოისტების პროტესტი გრძელდება - სპორტსმენებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტიდან მისი კუთვნილი სკამი გამოიტანეს და კარი აჭედეს [ფოტო, ვიდეო]

ძიუდოისტებმა ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის სამუშაო ოთახიდან მისი სკამი გამოიტანეს და კარი აჭედეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

სპორტსმენები უნდობლობას უცხადებენ სპეციალურ კომისიას, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებული ვითარების შესასწავლად შეიქმნა.

ისინი აცხადებენ, რომ არ გაანახლებენ ვარჯიშს, სანამ დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლებიც კვლავ დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ.

არსებული ინფორმაციით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ამ დროისთვის ძიუდოს ფედერაციაში არ იმყოფება.