დღეს ზებედა რეხვიაშვილი იწყებს
დღეს ზებედა რეხვიაშვილი იწყებს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომელზეც ოთხი ქართველი სპორტსმენი უკვე გამოვიდა და მათგან მხოლოდ ერთმა, ამირან პაპინაშვილმა შეძლო მედლის მოპოვება, როდესაც მესამე ადგილისთვის მატჩში მასპინძელი კარამატ ჰუსეინოვი დაამარცხა.

დღეს, 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ზებედა რეხვიაშვილი ჩაერთვება ჩემპიონატში.

ზებედა პირველ ეტაპს გამოტოვებს, მეორეზე კი პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს დაუპირისპირდება.

გამარჯვების შემთხვევაში ის ყაზახ აზიზ კალკამანულისა და სამხრეთკორეელ სეუნგსუ ლის შორის გამარჯვებულს შეხვდება.