შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლას გამოეთიშა [ვიდეო/ფოტო]

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი, რეპეშაჟში მონღოლ – ცოგბაატარ ცენდ-ოჩირთან დამარცხდა და საბოლოოდ მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

შეხვედრის დასაწყიში არბიტრმა ორივე სპორტსმენი პასიურობისთვის გააფრთხილა. ამის შემდეგ მონღოლმა სპორტსმენმა კიდევ ერთი შიდო მიიღო და ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ ორთაბრძოლის ბედი დამატებით დროში უნდა გარკვეულიყო, თუმცა საფინალო სირენამდე რვა წამით ადრე – ცენდ-ოჩირმა გამარჯვების მომტანი გდება შეასრულა და საქართველოს ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი მსოფლიოს ჩემპიონატებზე კვლავ უმედლოდ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედლისთვის ბრძოლას შავდათუაშვილი მეოთხედფინალში გამოეთიშა, სადაც ირანელ მოჰამად მოჰამადისთან წააგო.

ხვალ, 23 სექტემბერს, 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ზებედა რეხვიაშვილი ჩაერთვება. ზებედა პირველ წრეში დაისვენებს, მეორეში კი პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი