ზებედა რეხვიაშვილი ანრი ეგუტიძესთან დამარცხდა | ძიუდო - მსოფლიოს ჩემპიონატი (ვიდეო/ფოტო)

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მოეთხე დღეს, 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეორე წრეში, ერთმანეთს ზებედა რეხვიაშვილი და პორტუგალიის სახელით მოასპარეზე – ანრი ეგუტიძე დაუპირისპირდნენ.

პირველ წრეში ორივე, მათგანმა დაისვენა. 1/16 ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლა კი დაძაბული გამოდგა. დებიუტში არბიტრმა რეხვიაშვილი გააფრთხილა. ძირითადი დორის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ამ კომპონენტში ანგარიში გათანაბრდა – შიდო ეგუტიძემ პასიურობისთვის მიიღო. მალევე, მანვე მეორე გაფრთხილებაც დაიმსახურა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. ოქროს ქულის აღება, იმავე ეგუტიძემ ექვს წამში შეძლო. ეფექტური გდებით ვაზარი მოიპოვა და მესამე წრეში გავიდა. ზებედა რეხვიაშვილი კი მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მესამე წრეში ქუთაისური წარმოშობის ანრი ეგუტიძე ყაზახ აზიზ კალკამანულისა და სამხრეთ კორეელ სენგსუ ლის შორის გამარჯვებულს შეხვდება.