თურქეთში 18-წლამდელთა ნაკრებების საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. ერზრუმში მიმდინარე გათამაშებაში საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა გამოსვლა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.
გიორგი მიქაძის გაწვრთნილები პირველ მატჩში მასპინძელ თურქეთს დაუპირისპირდნენ და 4:1 დაამარცხეს. გოლები გიორგი ივანიაძემ, გიორგი გულიაშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და თამაზ ბაბუნაძემ გაიტანეს.
ტურნირზე საქართველოსა და თურქეთის გარდა, მაკედონიაც მონაწილეობს. ხვალ მეორე შეხვედრა გაიმართება და თურქეთი მდგომარეობის გამოსწორებას მაკედონიასთან შეცდება. დასკვნითი მატჩი 1-ელ ივნისს დაიგეგმა, როდესაც გიორგი მიქაძის შეგირდები მაკედონიელებს შეეჯიბრებიან .
საქართველო U18 – თურქეთი U18 4:1
საქართველო U18: ბულისკერია, კაპანაძე, ბასარია, ჯინჯოლავა, გაბიტაშვილი, ფაცაცია, დარცმელია, კვარაცხელია, ივანიაძე, ბაბუნაძე, გულიაშვილი.
შეცვლაზე: გაბელაია, გოგია, მესიაჩენკო, გელაშვილი, ჯანაშია, ინჯგია, გრძელიძე, გაბუნია.