სულაქველიძის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო #1TVSPORT
სულაქველიძის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო #1TVSPORT

თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელსაც თბილისის „დინამოს“ ერთ-ერთი ლეგენდის სახელობის აკადემიის და „ინტერი საქართველოს“ სტადიონები მასპინძლობენ.

თენგიზ სულაქველიძის საფეხბურთო აკადემიის თასისთვის ოთხი ქვეყნის რვა გუნდი იბრძვის. საქართველოს წარმოადგენენ ტურნირის მასპინძელი თენგიზ სულაქველიძისა და „ინტერი საქართველოს“ აკადემიები, პლუს ფეხბურთის ფედერაციის რუხის აკადემია.

რაც შეეხება უცხოელ მონაწილეებს – ყაზახეთიდან ჩამოვიდა „ასტანას“ აკადემია, „დიუშ კუსტანაი“ და „ალტაი ალმაატა“, სომხეთიდან – ერევნის „არარატის“ ასაკობრივი გუნდი, ხოლო უზბეკეთიდან – ტაშკენტის „ფახთაქორის“ 15-წლამდელები.

ჯგუფური ეტაპის მატჩები 6 დეკემბერს დასრულდება, ნახევარფინალური შეხვედრები 8 დეკემბერს გაიმართება, ხოლო მატჩი მესამე ადგილისთვის და ფინალი – 9 დეკემბერს.

პირველ დღეს ყველა საინტერესო და დაძაბული „ინტერის აკადემია საქართველოს“ და ყაზახური „ასტანას“ მატჩი გამოდგა. დასაწყისში „ინტერმა“პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ქართველმა ბიჭებმა ხასიათი გამოიჩინეს და საბოლოოდ 1:0 მოიგეს. ყაზახები უხეშობას არ ერიდებოდნენ და შედეგად არბიტრმა წითელი ბარათი სამჯერ გამოიყენა.

სულაქველიძის აკადემია – ალტაი 5:0

დიუშ კუსტანაი – არარატი 1:1

ინტერი – ასტანა 1:0