საერთაშორისო ტურნირზე სომხეთში - საქართველოს 15-წლამდე ნაკრები ერევანში მიემგზავრება #1TVSPORT
საერთაშორისო ტურნირზე სომხეთში - საქართველოს 15-წლამდე ნაკრები ერევანში მიემგზავრება #1TVSPORT

საქართველოს 15-წლამდე ასაკობრივი ნაკრები მაისში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს, რომელიც სომხეთშია დაგეგმილი. ტურნირზე ოთხი ნაკრები ითამაშებს.

საქართველოს 16 ასაკობრივი გუნდი, რომლის მთავარ მწვრთნელადაც გიორგი ჩიტაური დაინიშნა, სომხეთში მალე მიემგზავრება. მატჩები ერევანში, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გაიმართება.

საქართველოს 15-წლამდე ასაკობრივი ნაკრები ლიბანს (8 მაისი), მოლდოვას (10 მაისი) და ტურნირის მასპინძელ სომხეთს (12 მაისი) დაუპირისპირდება.

U15 შემადგენლობა:

მეკარეები: ვანო ბახუტიშვილი, სანდრო კუპატაძე (ორივე – 35-ე სკოლა), დაჩი ჩოჩოშვილი (დინამო თბილისი)

მცველები: საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე (ორივე – დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), ნიკა დანელია (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია).

ნახევარმცველები: ანდრია ხოროიშვილი, ანდრია ვიბლიანი, ნიკოლოზ გვაზავა, ლუკა წულაია, გიორგი გვასალია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, რეზი დანელია, ნიკოლოზ ელისაშვილი (ყველა – დინამო), ლუკა კვაშილავა (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია), რატი ალექსიძე (სფფ-ის აკადემია), ნიკა სურგულაძე (საბურთალო), საბა კვინიკაძე (დილა გორი), ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო), გიორგი გაბრიჩიძე (35-ე სკოლა), საბა ნიორაძე (სელერო)

თავდამსხმელები: თორნიკე გულიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო), ლუკა ლაშხია (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია)

U15 მატჩების განრიგი

8 მაისი, 16:00

საქართველო V ლიბანი

10 მაისი, 16:00

მოლდოვა V საქართველო

12 მაისი, 16:00

სომხეთი V საქართველო