საქართველო-ლიტვის საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყება
საქართველო-ლიტვის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყება – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან აცნობეს.
საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს დაუპირისპირდებიან.
თამაში 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.