საქართველო-ლიტვის საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყება

07:58, 24.03.2018

საქართველო-ლიტვის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებით დაიწყება – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან აცნობეს.

საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს დაუპირისპირდებიან.

თამაში 19:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დღეს დაკრძალავენ.

მსგავსი