საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გადაიდო. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა დღეს აღარ ჩატარდება.
მიზეზად საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები სახელდება.
უმრავლესობის სხდომა დღეს 21:00 საათზე იყო ჩანიშნული, სხდომის მოწვევის თაობაზე კი განცხადება გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.