საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გადაიდო

10:18, 19.04.2018

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გადაიდო. არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომა დღეს აღარ ჩატარდება.

მიზეზად საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხები სახელდება.

უმრავლესობის სხდომა დღეს 21:00 საათზე იყო ჩანიშნული, სხდომის მოწვევის თაობაზე კი განცხადება გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მსგავსი