საპარლამენტო უმრავლესობის ორი ახალი ფრაქცია ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა
საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქციის შემადგენლობა საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინა.
ახალი ფრაქციების შექმნის საკითხი დღევანდელ სხდომაზე ცნობად იქნა მიღებული.
გოჩა ენუქიძის ფრაქციას „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკა“ ერქმევა, ხოლო ბიძინა გეგიძე ფრაქციას „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ უხელმძღვანელებს.
უკვე ცნობილია ახალი ფრაქციების შემადგენლობაც. გოჩა ენუქიძის ფრაქციაში 11 დეპუტატი იქნება, რომელთა შორის არიან – გოდერძი ჩანქსელიანი, თამაზ ნავერიანი, ოთარ დანელია, ირაკლი ხახუბია, ედიშერ თოლორაია, პაატა მხეიძე, ილია წულაია, ირაკლი შიოლაშვილი, გიორგი თოთლაძე, იოსებ მაკრახიძე.
რაც შეეხება ბიძინა გეგიძის ფრაქციას, ის შვიდი წევრისგან შედგება, რომელთა შორის იქნებიან – ზაზა პაპუაშვილი, ირაკლი აბუსერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, კობა კობალაძე, გიორგი კოპაძე და კობა ნაკაიძე.