ბორჯომის საკრებულომ "ქართული ოცნების" ორი ფრაქცია არ დაარეგისტრირა
ბორჯომის საკრებულომ "ქართული ოცნების" ორი ფრაქცია არ დაარეგისტრირა

ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორები” და “ქართული ოცნება-მრეწველები” ბორჯომის საკრებულომ არ დაარეგისტრირა. “ქართულ ოცნებას” სურდა საკრებულოში სამი ფრაქცია შეექმნა, თუმცა აქედან მხოლოდ ერთი, “ქართული ოცნებაა” რეგისტირებული.

როგორც სხდომაზე დეპუტატებმა განმარტეს, არჩევნებში მათ კენჭი არ უყრიათ როგორც კონსერვატორებს ან როგორც მრეწველებს, ისინი საკრებულოში “ქართული ოცნების” სახელით შემოვიდნენ. თავმჯდომარის მოადგილის გიორგი გოგიჩაიშვილის განმარტებით, “ქართულ ოცნებას” დამატებითი ფრაქციების შექმნა მხოლოდ ხელფასების გამო უნდათ.

“ფრაქცია “ქართული ოცნება” დარეგისტრირდა, თუმცა ის ორი ფრაქცია, “კონსერვატორები” და “მრეწველები” არ დავარეგისტირეთ, რადგან კანონთან შეუსაბამოა. მათ მოინდომეს ფრაქციების შექმნა, მხოლოდ ხელფასების გამო. იურიდიულმა კომისიამ იმსჯელა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე კანონით არ ვართ ვალდებულები დავურეგისტრიროთ ფრაქციები, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს. მათ არ უყრიათ კენჭი როგორც “მრეწველებს”, ან როგორც “კონსერვატიული” პარტიის წევრებს, მათ იყარეს კენჭი “ქართული ოცნებიდან”, – განაცხადა საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ გიორგი გოგიჩაიშვილმა. სხდომას “ქართული ოცნება” არ დასწრებია.