საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავს.
მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით არის დაკავებული. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე, რომელმაც სასამართლოს განაჩენის მიხედვითაც, ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ სასამართლოს სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდა.
ადვოკატის განცხადებით, მორჩაძე აღნიშნულ ბრალდებას არ აღიარებს.
მერაბ მორჩაძის გარდა, კომისიის წევრი დეპუტატები დღესვე 51-ე სკოლის მოსწავლეებს გამოკითხავენ.