საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს გამოკითხავს

07:04, 17.07.2018

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავს.

მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით არის დაკავებული. საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მ.კ-ზე, რომელმაც სასამართლოს განაჩენის მიხედვითაც, ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ სასამართლოს სხვადასხვა ინფორმაცია მიაწოდა.

ადვოკატის განცხადებით, მორჩაძე აღნიშნულ ბრალდებას არ აღიარებს.

მერაბ მორჩაძის გარდა, კომისიის წევრი დეპუტატები დღესვე 51-ე სკოლის მოსწავლეებს გამოკითხავენ.

მსგავსი