სანტი კასორლა ისევ საოპერაციოა
სანტი კასორლა ისევ საოპერაციოა

“არსენალის” ნახევარმცველის სანტი კასორლას დაბრუნება გადაიდო. როგორც Bleacher Report წერს, ესპანელ ფეხბურთელს კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა. ასე რომ, 32 წლის კასორლას უახლოეს ხანებში მინდორზე არ უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, მას წელიწადზე მეტია (2016 წლის ოქტომბრიდან) არ უთამაშია.

“ბოლო რამდენიმე დღეა, ისევ გაჩნდა ტკივილი მყესის არეში. ამიტომაც, კვლავ მომიწევს ოპერაციის გადატანა. გადაიწია მოედანზე დაბრუნების მომენტმა.
იმედს არ ვკარგავ. გამაჩნია მოტივაცია – დავბრუნდე მინდორზე და მივიღო სიამოვნება დიადი გატაცებისგან, რომელსაც ფეხბურთი ჰქვია”, – დაწერა “ტვიტერზე” ესპანელმა.


სანტი კასორლას მიმდინარე კონტრაქტი “არსენალთან” ამ სეზონის ბოლომდეა ძალაში.