ესპანელმა ნახევარმცველმა სანტი კასორლამ ეფექტური გოლით აღნიშნა თავისი დებიუტი ყატარის „ალ-სადის“ შემადგენლობაში.
„არსენალისა“ და „ვილიარეალის“ ყოფილი ფეხბურთელის დებიუტი ახალ კლუბში ქვეყნის თასის ნახევარფინალს დაემთხვა, რომელშიც „ალ-სადი“ „ალ-აჰლის“ ხვდებოდა. შეხვედრაში ანგარიში სწორედ კასორლამ გახსნა 71-ე წუთზე, როცა საჯარიმოს ხაზიდან მარცხენა ფეხით ლამაზი მოჭრილი დარტყმა შეასრულა. მატჩი 2:0 დასრულდა და „ალ-სადი“ ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ „ალ-სადს“ ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთი ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ავარჯიშებს.