სანტი კასორლას ჩავის გუნდში გადასვლის შანსი აქვს
სანტი კასორლას ჩავის გუნდში გადასვლის შანსი აქვს

„ვილიარეალის“ ნახევარმცველმა სანტი კასორლამ, შესაძლოა კარიერა ყატარის „ალ-სადში“ გააგრძელოს.

რადიო „კადენა სერის“ ინფორმაციით, 35 წლის ესპანელმა უკვე მიიღო წინადადება ყატარული კლუბისგან. ესპანელის თავის გუნდში ხილვა სურს მთავარ მწვრთნელს ჩავის, რომელიც, თავის დროზე, კასორლას პარტნიორი იყო ესპანეთის ნაკრებში.

თუ ფეხბურთელი დათანხმდება წინადადებას, ის „ალ-სადს“ უფასოდ ერგება, რადგან კასორლას კონტრაქტი „ვილიარეალთან“ ამ სეზონის შემდეგ ეწურება.

2019-20 წლების სეზონში კასორლამ „ვილიარეალში“ 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი პასი შეასრულა.