ტრადიციული საფეხბურთო ტურნირის „გზა შინისაკენ“ გამარჯვებული „სოხუმი-ცხუმი“ გახდა #1TVSPORT
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო ასოციაციამ და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ვაკის სტადიონზე ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი „გზა შინისაკენ“ ჩაატარეს.
შეჯიბრებაში ათი გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის აფხაზეთიდან, საინგილოდან, ფერეიდნიდან და თურქეთიდან.
რიგით მეოთხე ტრადიციული ტურნირის გამარჯვებული კლუბი „სოხუმი-ცხუმი“ გახდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზი ჩემპიონი გუნდის მოთამაშემ, ლუკა გულედანმა მიიღო.
ღონისძიება სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
გამარჯვებულები ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა დააჯილდოვეს.