ჩავი ყატარში სეზონის მწვრთნელი გახდა, კასორლა - საუკეთესო ფეხბურთელი #1TVSPORT
ჩავი ყატარში სეზონის მწვრთნელი გახდა, კასორლა - საუკეთესო ფეხბურთელი #1TVSPORT

„ალ-სადის“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ყატარში სეზონის შედეგების მიხედვით საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, – იტყობინება დოჰას კლუბის პრესსამსახური.

„ალ-სადმა“ გასულ სეზონზე ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა ისე, რომ არც ერთი თამაში არ წაუგია, აგრეთვე გახდა ქვეყნის თასის მფლობელი.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა იმავე „ალ-სადის“ ნახევარმცველი სანტი კასორლა. 36 წლის ესპანელმა ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ჩავი „ალ-სადს“ 2019 წლიდან ავარჯიშებს. 41 წლის მწვრთნელთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდეა ძალაში.