სანდრო ბრეგაძე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს
არანაირი პარკები, სკვერები, თეატრები და სტადიონები – ყველანი რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა კარგად მომისმინოს მტერმაც და მოყვარემაც – ერთხელ უკვე გაიწია ქართული მარში, შედეგად მამათმავლების მიერ რუსთაველის ოკუპაცია მივიღეთ!!! ხვალ გეიაღლუმს მართავენ სოდომისტები!!! არანაირი პარკები, სკვერები, თეატრები და სტადიონები – ყველანი რუსთაველის გამზირზე, იმ ადგილას, სადაც 1989 წლის 9 აპრილს ვიბრძოდით!!! ასე აღარ გამოვა – ჩვენ პარკებში და სკვერებში შევიყუჟოთ და მამათმავლებმა თბილისის ცენტრში იპარპაშონ!!!“, – წერს სანდრო ბრეგაძე „ფეისბუქში“.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ხვალ „ღირსების მარში“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „თბილისი პრაიდის“ ფეისბუქგვერდზე გავრეცლდა.